01.07.2015

2015 წლის გამოშვების ზეიმი

1ივნისს ხეთის №1 საბავშვო ბაგა -ბაღში გაიმართა საგამოშვებო ჯგუფის საზეიმო ღონისძიება, „გზა სკოლისაკენ.“აღსაზრდელებმა მაქსიმალურად წარმოაჩინეს ის ცოდნა ,რაც მისცეს მათ აღმზრდელებმა და მუსიკალური თუ საცეკვაო ნომრებით ლამაზად წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ელისო კვიკვინია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში ბატონი შავლეგ ბუკია. ხეთის სკოლის დირექტორი, ქალბატონი მანანა ბუკია და სხვა ადგილობრივი წარმომადგენლები.ბაღის მენეჯერმა,აღმზრდელებმა და სტუმრებმა კეთილი სურვილებით დაულოცეს გზა სკოლისაკენ აღსაზრდელებს.